ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ჯერზე მოიპოვა. მოგეხსენებათ, არ დარჩა პრიზი და რეგალია, რომელიც ქართველ სპორტსმენს მოპოვებული არ აქვს, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე გამოსვლა არანაკლებ საპასუხისმგებლოა და ამჯერადაც განსაკუთრებული შემართებით ემზადება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ნინო სალუქვაძე 1988 წლიდან უცვლელად მონაწილეობს ოლიმპიურ თამაშებში და ქალთა შორის რეკორდსმენია. ამდენ ოლიმპიადაზე მის გარდა მხოლოდ კანოისტ ჯოზეფა იდემ-გერინის (1984-2012) და ნიჩბოსან ლესლი ტომპსონს (1984-2000, 2008-2016) უასპარეზიათ.
სალუქვაძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ყველა სინჯის ოლიმპიურ მედალს ფლობს. 1988 წელს, სეულში ის ოქროს და ვერცხლს დაეუფლა, 2008 წელს კი ბრინჯაოს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"რეგალიები თუ ჩამოვყევი, შორს წაგვიყვანს. 32 მსოფლიოს რეკორდი მაქვს დამყარებული მარტო, მაგრამ რადგან ვრჩები ამ საქმეში და ვაგრძელებ მოვღვაწეობას, ვცდილობ, რომ უფრო მეტი მიღწევები მქონდეს. ტყუილად ხომ არ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრზე. ახლა შეჯიბრებაზე მამა არ მახლდა, აღარ ვატარებთ, 88 წლისაა უკვე. ლიცენზია, რომ ავიღე ჩინეთში, ამის შესახებ ძლივს მივაწვდინეთ ხმა საქართველოში. დროში დიდი განსხვავებაა და ვახოს ჩემი მეგობრის დედამ დაურეკა. ეს ქალბატონი მიჰყვება, რომ მე აქეთ ვტიროდიო და ის - იქეთო".
ემზადებით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადისთვის, როგორი განწყობა და მოლოდინი გაქვთ?
- ჩვენი სამზადისი დაიწყო იმით, რომ ლიცენზია უნდა ამეღო, რომ მონაწილეობა მიმეღო ოლიმპიადაზე. თვითონ პირობები ლიზენზიის აღების არის ძალიან შეზღუდული. ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი ციკლის დაწყების მერე იცვლება პირობები და უფრო მკაცრდება და მკაცრდება.
სხვადასხვა სპორტის სახეობები ცდილობენ შევიდნენ ოლიმპიურ მოძრაობაში, იმ ხარჯზე, რომ დანარჩენებს დააკლონ ლიცენზიები, ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა იგივე რჩება. ადრე თუ ასამდე მონაწილე გამოდიოდა ჩვენს სახეობაში, რაოდენობამ თანდატან იკლო - ჩამოვიდა 80-ზე, 60-ზე, ახლა კი 40-ზე, ეს კი ძალიან ცოტაა, თუ კონტინენტზე გადვანაწილებთ.
ევროპას ყველაზე მეტად უჭირს ამ ლიცენზიებზე. სამწუხაროდ, ამ მსოფლიო თასზე ორი ლიცენზია თამაშდება. გამიმართლა, რომ ჩინეთში მსოფლიო თასზე საკმაოდ მაღალი შედეგით ფინალში მოვხდი, არ იყო ადვილი. 4 სპორტსმენს ჰქონდა ლიცენზია და 4 სპორტსმენს - არა.
კონკურენტებზე რას გვეტყვით, ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის თვლით?
- სულ მოულოდნელად ირანელებიც კი გააქტიურდნენ, საკმაოდ კარგად ისვრიან. ასევე თურქებიც, ძალიან ძლიერები არიან კორეელები და ინდოელები. ჩინელებზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ ისინი თავისთავად ძლიერები არიან და ამას ემატება ევროპიდან წარმოდგენილი სპორსტმენები.
ოლიმპიურ თამაშებზე უბრალო და შემთხვევითი ადამიანი ვერ ხვდება. ამიტომ ყველას ერთნაირი შანსი აქვს და ყველა თანაბრად კონკურენტია. ფსიქოლგიური ბრძოლა მიდის, ვინ უფრო გაუძლებს.
როგორია თქვენი გამარჯვების ფორმულა, რას აკეთებთ შეჯიბრზე გასვლამდე?
- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას, მობილიზებას და რაც მთავარია, შენ შენი საქმე უნდა გააკეთო პირნათლად და როგორ მოხდება მედლებისა და პრიზების გადანაწილება, ეგ უკვე სხვა საქმეა. ეკლესიურები ვართ მთელი ოჯახი. განსაკუთრებით ჩემი მეუღლე.
ცრურწმენებს არ მივდევთ. ერთდაერთი, რასაც მგზავრობის წინ ვაკეთებ, ეს არის ის, რომ ლოცვის მერე, ვამოწმებ რამე ხო არ მრჩება. ერთი ფურცელიც რომ დაგრჩეს, პრობლემა იქმნება.
- თუ მომხდარა გაუთვალისწინებელი შემთხვევები შეჯიბრებების დროს?
- იცით, რომ ჩემი მწვრთნელი მამაჩემია და ყოველთვის მაფრთხილებდა, მეუბნებოდა სხვადასხვა ვარიანტებზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შეჯიბრზე და როგორ უნდა მოვიქცე, მაგრამ ჩემს კარიერაში სულ ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომ მამაჩემს არც დაესიზმრებოდა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment