Friday, June 7, 2019

21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა" შევა. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­წყე­ბენ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­საზ­რე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა ჩა­ე­ყა­როს. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­მა­ვალ­ში არ აი­ღონ ისე­თი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე­ვე დატ­ვირ­თუ­ლია ბევ­რი ისე­თი თე­მით, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნას და პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.
"წელს უკვე და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ-მე­ექ­ვსე კლა­სებს, სა­დაც შე­ვი­და ახა­ლი სა­გა­ნი - „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ეს კურ­სი გრძელ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­შიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტით იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მე-7 კლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გრი­ფი­რე­ბის ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა და მე-7 კლას­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში ახა­ლი სტან­დარ­ტით შევა", - აღ­ნიშ­ნა მან.
ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა.
"სტან­დარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი. მე-7 კლას­ში იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“, რო­მე­ლიც და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა. ის მიზ­ნად ისა­ხავს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მათ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ერთ-ერ­თია, რა­საც ჩვე­ნი აზ­რით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა ჩა­ე­ყა­როს. თუ ვსა­უბ­რობთ გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გვინ­და იყ­ვნენ ცხოვ­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ის­წავ­ლონ, რო­გორ და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი, რო­გორ მარ­თონ ის, ფი­ნან­სუ­რი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ ამ გა­ნათ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. უკვე არა­ერ­თი წე­ლია, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ეროვ­ნულ ბანკთან, მათ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და დამ­ხმა­რე რე­სურ­სე­ბი. სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ისე და­გეგ­მონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, რომ არ აი­ღონ ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­ში ფი­ნან­სუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ. აქ სა­უ­ბა­რია ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რათა მათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა. რაც, ცხა­დია, ზედა კლა­სებ­ში კი­დევ უფრო ვი­თარ­დე­ბა", - გან­მარ­ტავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.
ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­და ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას­თან, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი, რათა მოს­წავ­ლე უკეთ იყოს გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იმ ცვლი­ლე­ბებ­ში, რაც მისი და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის თავს ხდე­ბა ან მოხ­დე­ბა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე-7 კლა­სის სა­სა­წავ­ლო პროგ­რა­მა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.
"სა­ნამ მოს­წავ­ლე მივა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კამ­დე, მან უნდა იცო­დეს, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ორ­გა­ნიზ­მში, რათა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მის თავს მოხ­დე­ბა და ხდე­ბა მის თა­ნა­ტო­ლებ­ში... სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა სულ მალე დას­რულ­დე­ბა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბელ ექპ­სერტთა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს აფა­სებს", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.
ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ წელს პირ­ვე­ლად მის­ცა მშობ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.
"დიდი იმე­დი მაქვს, ამ გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სით, წელს მე-7 კლას­ში გვექ­ნე­ბა ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და ნაკ­ლე­ბი კი­თხვა დარ­ჩე­ბა პრო­ცე­სის მე­ნე­ჯმენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მან.
შე­კი­თხვა­ზე, რა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რას გუ­ლის­ხმობ­და მისი მო­საზ­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ("21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უკვე აღა­რაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იცო­დე მა­თე­მა­ტი­კის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, ან კი­დევ ფი­ზი­კის. უნდა აღი­ზარ­დოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი როლი აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი") ირი­ნა აბუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "ამა­ში არ იგუ­ლიხ­მე­ბა ის, რომ რო­მე­ლი­მე დის­ციპ­ლი­ნას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა". მი­სი­ვე თქმით, ეს მო­საზ­რე­ბა არც იმას ნიშ­ნავს, რომ აღარ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მა.
მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მოს­წავ­ლემ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის ხარ­ჯზე, ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ახ­სნა უნდა შეძ­ლოს, რაც გან­ვი­თა­რე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.
"ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში დევს და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ესე­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გე­ბი, თუმ­ცა, ანა­ლო­გი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს და იმ დარ­გებს, სა­დაც შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ამო­ნა­გე­ბი არ არის მა­ღა­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში.
დის­ციპ­ლი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. არ ვთვლით, რომ რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი ან დის­ციპ­ლი­ნა ნაკ­ლებმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ ერ­თია, მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და მე­ო­რე, მან ახ­სნას ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ამ თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ მარ­ტივ მოვ­ლე­ნებს ვერ ხსნი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ დგას მა­გი­და ია­ტაკ­ზე და რა­ტომ არ იწე­ვა ჰა­ერ­ში, ან რა­ტომ დაფ­რი­ნავს თვითმფრი­ნა­ვი, რა ხდე­ბა ამ დროს. ასე რომ, ფი­ზი­კის კა­ნო­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის ფორ­მუ­ლე­ბი, ქი­მია არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გა­ი­აზ­რონ და და­ა­კავ­ში­რონ გა­რე­მოს­თან და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან", - გან­მარ­ტა მან.
რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გან­მარ­ტავს, სის­ტე­მის რე­ფორ­მის მი­ზა­ნი "გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზრდაა". მისი თქმით, რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში დიდი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა საგ­ნობ­რივ კავ­ში­რებ­ზე.
"ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო გვაქვს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წილ­ზე და ასე­ვე იმა­ზე, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ერ­თია, ვას­წავ­ლოთ ფორ­მუ­ლე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის მთლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლამ, მშო­ბელ­მა და ოჯახ­მა", - გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.
ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სკო­ლებ­ში რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, ახალ რე­ფორ­მამ­დეც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო.
ექ­სპერტს მი­აჩ­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ცალ­კე საგ­ნად შე­თა­ვა­ზე­ბას სჯობ­და, მისი სხვა­დას­ხვა სა­გან­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.
„არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ცალ­კე საგ­ნად და­მა­ტე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თუ ის სხვა­დას­ხვა სა­გან­ში იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ასეც არის. ეს არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით ისე­თი სა­გა­ნი, რო­გო­რიც ქი­მია, ფი­ზი­კა ან ბი­ო­ლო­გი­აა. მი­მაჩ­ნია, რომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფომ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნა­თე­ბის ას­პექ­ტებს გა­აძ­ლი­ე­რებს. პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ცალ­კე საგ­ნად შე­მო­ტა­ნით კი ვერ მოხ­დე­ბა. უნდა შე­იც­ვა­ლოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სკო­ლებს მო­უ­ტანს უფრო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ნაკ­ლე­ბად­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა შე­იც­ვლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბით. სკო­ლა უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, უნდა მოხ­დეს სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, დე­რე­გუ­ლი­რე­ბა და დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ მო­სი­აშ­ვილ­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა ირი­ნა აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­ან­თი რო­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას ეხე­ბო­და, თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზრდა ყვე­ლა დის­ციპ­ლი­ნის სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და არა მხო­ლოდ „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას“.
"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზრდა არის ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და სა­ერ­თოდ, მთე­ლი სას­კო­ლო კო­ლექ­ტი­ვის ფუნ­ქცია და ყო­ველ­თვის ასე იყო. ეს ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო. არ შე­იძ­ლე­ბა გავ­მიჯ­ნოთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ზრდის მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. მო­ზარ­დი მო­ქა­ლა­ქედ იზ­რდე­ბა სკო­ლა­ში, ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის მიერ, ოჯახ­ში მშობ­ლე­ბის მიერ და ა.შ. აღ­ზრდის პრო­ცე­სი ბევ­რგან მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რია, ვთქვათ, რომ მო­ზარდს სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბას უყა­ლი­ბებს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში კი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სხვადსხვა სა­გან­ში. „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ცალ­კე საგ­ნად და­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩავ­თვლით, რომ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რე­ბა, ასე არ არის", - აღ­ნიშ­ნა მან.
თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი თქმით, 2004 წელს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 15 წელი გა­ვი­და. რო­გორც მან AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახ­ლაც ამ მიზ­ნებს მივ­ყვეთ, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
„პრობ­ლე­მა არის ის, რომ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა ცხა­დია, უცებ ვერ ხდე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა სის­ტე­მა­ში ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, სკო­ლებს სჭირ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს თა­ვი­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ქვე­ყა­ნამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ვი­დან კი არ უნდა და­ი­წყოს რა­ღა­ცის კე­თე­ბა. ჩვენ მი­ვაღ­წევთ მი­ზანს, გვე­ყო­ლე­ბი­ან კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­დე­საც სკო­ლებს ექ­ნე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ. არი­ან კი­დეც, მაგ­რამ ვი­ცით, რომ არის კვა­ლი­ფი­ცი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მაც", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტმა.
ცნო­ბის­თვის, მე-7 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი ივ­ნი­სის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment