Tuesday, June 11, 2019

რა ნაგებობა იდგა საუკუნეების წინ მახათას მთაზე იქ, სადაც ახლა ტაძარია - საინტერესო ცნობები თბილისის უძველესი შენობების შესახებ

თბი­ლი­სის ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი იყო და არის სა­სუ­ლი­ე­რო შე­ნო­ბე­ბი და ესე­ნია - ეკ­ლე­სი­ე­ბი, ტაძ­რე­ბი, მო­ნას­ტრე­ბი, მე­ჩე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან­ვე დე­და­ქა­ლა­ქის მშვე­ნე­ბაა. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ სი­ო­ნი, ან­ჩის­ხა­ტი, ქა­შუ­ე­თი, მამა და­ვი­თი, მე­ტე­ხი... „ასე­ვე იყო სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი (ვა­ხუშ­ტის ხუთი „სომ­ხის საყ­და­რი“ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი). ში­ი­ტუ­რი მე­ჩე­თი შაჰ-აბას I-ის ბრძა­ნე­ბით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 1606 წელს იყო აშე­ნე­ბუ­ლი, კა­თო­ლი­კუ­რი ტა­ძა­რი (ვა­ხუშ­ტის 1735 წლის ქარ­თლის რუ­კის გეგ­მის გან­მარ­ტე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია „ლა­თინთ საყ­და­რი“) კი, XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აიგო. შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ლუ­თე­რან­თა ორი კირ­ხა, ორი სი­ნა­გო­გა და ორი მე­ჩე­თი (ში­ი­ტუ­რი და სუ­ნი­ტუ­რი). 1735 წელს ვა­ხუშ­ტის მიერ შედ­გე­ნი­ლი რუ­კის გან­მარ­ტე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია „ბერ­ძნის საყ­და­რი“ - გვი­ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი, ეთ­ნოგ­რა­ფი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ან­ჩის­ხა­ტი აგე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის მემ­კვიდ­რის, დაჩი უჯარ­მე­ლის მიერ. სა­ხელ­წო­დე­ბა „ან­ჩის­ხა­ტი“ XVII სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო კლარ­ჯე­თის სო­ფელ ან­ჩის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი მა­ცხოვ­რის ხა­ტის პა­ტივ­სა­ცე­მად. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ო­ნის ტა­ძარს, მას სა­ფუძ­ვე­ლი VI სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ქარ­თლის გამ­გებ­ლის, გუ­ა­რა­მის დროს ჩაყ­რია, ხოლო მშე­ნებ­ლო­ბა VII სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ადარ­ნა­სეს გამ­გებ­ლო­ბის დროს დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

მე­ტე­ხის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია თბი­ლი­სის ის­ნის უბან­ში XIII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­შია აგე­ბუ­ლი (ტა­ძარ­ში 1974 წლი­დან, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი თე­ატ­რი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი). იმ­დრო­ინ­დელ ისან­ში (შემ­დეგდ­რო­ინ­დელ ავ­ლა­ბარ­ში) კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა. XVII სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში კა­რის ეკ­ლე­სია აუ­შე­ნე­ბია ერეკ­ლე II-ის მე­უღ­ლეს, და­რე­ჯან დე­დო­ფალს. ეს ეკ­ლე­სია იონა მიტ­რო­პო­ლიტს 1824 წელს მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის მო­ნას­ტრად უკურ­თხე­ბია. იქვე მახ­ლობ­ლად იდგა წმინ­და მა­რი­ნეს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა კი­დევ და­ვა­სა­ხე­ლოთ ჯვრის­მა­მა (აშე­ნე­ბუ­ლია XVI სა­უ­კუ­ნე­ში მონ­ღო­ლე­ბის მიერ დან­გრე­უ­ლი ად­რინ­დე­ლი ეკ­ლე­სი­ის ად­გილ­ზე). კა­ლო­უბ­ნის ეკ­ლე­სია ახა­ლან­დელ კი­ნო­თე­ატრ „რუს­თა­ვე­ლის“ ად­გილ­ზე მდგა­რა. კა­ლო­უ­ბა­ნი პირ­ვე­ლად 1560 წლის სა­ბუთ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი: „ტფი­ლის­ქა­ლაქს ერთი სა­სახ­ლე კა­ლო­უ­ბანს“... ხოლო 1715 წლის დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ „გა­რე­თუ­ბანს კა­ლო­უ­ბა­ნი წმი­დის გი­ორ­გის საყ­დრის თა­ვის­სის მა­მუ­ლით ზუმ­ბუ­ლი­ძეთ სამ­კვიდ­რო არის“. ტა­ძა­რი უგუმ­ბა­თო ყო­ფი­ლა. რო­გორც და­ვით კა­რი­ჭაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, „აქა სწავ­ლო­ბენ მრა­ვალ­ნი ყმა­ნი კი­თხუ­ა­სა წიგნ­თა­სა და წე­რა­სა“.
ქა­შუ­ე­თის წმი­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია პირ­ვე­ლად 1440 წელს შედ­გე­ნილ სი­გელ­ში გვხვდე­ბა. ლე­გენ­და მის აშე­ნე­ბას 13 ასუ­რელ მა­მას მი­ა­წერს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­წე­უ­ლი ტა­ძა­რი გივი ამი­ლახ­ვა­რის მიერ 1754 წელს იყო აგე­ბუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის თა­ოს­ნო­ბით 1907-1910 წლებ­ში აშენ­და, რო­მე­ლიც 1947 წელს ლადო გუ­დი­აშ­ვილ­მა მო­ხა­ტა. XII სა­უ­კუ­ნე­შია აშე­ნე­ბუ­ლი ვე­რეს წმინ­და ან­დრი­ას ეკ­ლე­სია (ლურ­ჯი მო­ნას­ტე­რი).
გა­რე­უ­ბან­ში სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­აც იდგა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის უკან არ­სე­ბუ­ლი „სა­მე­ბის“ ეს ტა­ძა­რი 1790 წელს პეტ­რე აღ­ნი­აშ­ვილს აუ­გია, ხოლო სამ­რეკ­ლო მის­თვის 1853 წელს მი­უ­შე­ნე­ბი­ათ.
ვე­რის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც ლურ­ჯი მო­ნას­ტრის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ეკ­ლე­სია XII-XIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზეა აგე­ბუ­ლი. სა­ხელ­წო­დე­ბა „ლურ­ჯი“ მი­ი­ღო ლურ­ჯი ფე­რის შო­რენ­კე­ცე­ბის (ჭრე­ლი აგუ­რი) გამო, რი­თაც და­ფა­რუ­ლი იყო საყ­დრის გუმ­ბა­თი. XIX სა­უ­კუ­ნე­ში 20-იან წლებ­ში ლურჯ მო­ნას­ტერს სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ექ­ცა, მღვდელმსა­ხუ­რე­ბაც შე­წყვე­ტი­ლა. ერთხანს იქ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თო­ფის წამ­ლის სა­წყო­ბი მო­უ­წყვია. 1871 წელს მთავ­რო­ბამ ეკ­ლე­სი­ი­დან თო­ფის წა­მა­ლი გა­მო­ი­ტა­ნა, ტა­ძარს რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტა­რეს და ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ტრა­დი­ცი­ებს და­ა­შო­რეს. მღვდელმსა­ხუ­რებ­მა 1873 წელს აღად­გი­ნეს. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი.
ჩვენს რეს­პონ­დენ­ტთან სა­უ­ბარ­ში ვარ­კვევთ, რომ ჩუ­ღუ­რეთ­ში ორი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია მდგა­რა: კვი­რა­ცხოვ­ლის და წმინ­და ნი­კო­ლო­ზის, ერ­თიც სომ­ხუ­რი ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის (XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დი). ეკ­ლე­სი­ის შე­მო­სავ­ლი­თა და მრევ­ლის­გან შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხით, ამ ეკ­ლე­სი­ას­თან XIX სა­უ­კუ­ნის 80-90-იან წლებ­ში მო­ძღვარ სო­ლო­მონ შო­ში­აშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით, ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო სას­წავ­ლე­ბე­ლი და­უ­არ­სე­ბი­ათ.
ორი ეკ­ლე­სია იყო კუ­კი­ა­ზე. ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სია 1856 აა­გეს, მა­შინ­დე­ლი კი­რიჩ­ნი­სა და ნი­კო­ლო­ზის ქუ­ჩე­ბის კუ­თხე­ში. შე­და­რე­ბით გვი­ა­ნაა აშე­ნებ­ლი მე­ო­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტა­ძა­რი კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე. კუ­კი­ა­ზე­ვე 1870-ია­ნებ­ში ზუ­ბა­ლაშ­ვილ­მა ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა პეტ­რე და პავ­ლე მო­ცი­ქულ­თა ეკ­ლე­სია ააგო. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტის გა­დაკ­ვე­თა­ზე იდგა გერ­მა­ნელ ლუ­თე­რან­თა ეკ­ლე­სია (პირ­ვე­ლი კირ­ხა გერ­მა­ნე­ლებს იქ XIX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში უკვე ჰქო­ნი­ათ. შემ­დეგ კი უფრო დიდი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აა­შე­ნეს, რო­მე­ლიც 1897 წელს აკურ­თხეს. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გერ­მა­ნუ­ლი კირ­ხა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ჩა­მორ­თმე­უ­ლი რა­დი­ო­მიმ­ღე­ბე­ბის სა­წყო­ბად. ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია 1946-1947 წლებ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს და­ან­გრი­ეს. კირ­ხას გამო ქუ­ჩას ეწო­და „კი­რიჩ­ნა­ია“). დი­დუ­ბე­ში დგას ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სია, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც 1882 წელს დამ­თავ­რდა. მისი აღმშე­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლა დე­კა­ნო­ზი ზედ­გი­ნი­ძე. ეს ეკ­ლე­სია ადრე არ­სე­ბუ­ლი ნა­ეკ­ლე­სი­ა­რის ად­გილ­ზე აშე­ნე­ბუ­ლა, რო­მე­ლიც XII სა­უ­კუ­ნე­ში იყო აგე­ბუ­ლი.
თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია ასე­ვე წმინ­და ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, ის XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­შია აგე­ბუ­ლი. იქ, სა­დაც წმინ­და ბარ­ბა­რეს ეკ­ლე­სია მდე­ბა­რე­ობს, იმ ად­გილს ჯერ კი­დევ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში დირ­სი­ჭა­ლა ერ­ქვა (დირ­სი­ჭა­ლა, რო­მე­ლა­ურ­თან ერ­თად, ავ­ლაბ­რი­სა და ნავ­თლუ­ღის გამ­ყო­ფი იყო).
თბი­ლის­ში მა­ხ­ა­თას მთა­ზე 2012 წელს ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შია გარ­კვე­უ­ლი, მა­ხ­ა­თას მთა­ზე ძვე­ლა­დაც ყო­ფი­ლა ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც წმინ­და ელი­ას/ილი­ას სა­ხე­ლო­ბის ყო­ფი­ლა. ეს ეკ­ლე­სია როს­ტომ მე­ფის მიერ 1654 წელს გა­ცე­მულ წყა­რო­ე­ბის წიგნ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.
„სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ დიდი ნა­წი­ლი ყო­ფი­ლი ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც გვი­ან სომ­ხებს შე­უ­ძე­ნი­ათ. მა­გა­ლი­თად, ფეტ­ხა­ი­ნი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ბეთ­ლე­მი ერ­ქვა (ეს ეკ­ლე­სია 1740 წელს თა­ვად გივი ამი­ლახ­ვარს გა­ნუ­ახ­ლე­ბია. სომ­ხებ­მა ის მას შემ­დეგ შე­ი­ძი­ნეს. ამ ეკ­ლე­სი­ას სომ­ხებს გი­ორ­გი XII-ის დროს ბერ­ძნე­ბიც ედა­ვე­ბოდ­ნენ.
სურფ-გე­ვორ­ქი, რო­მელ­საც ქარ­თველ­თა ხელ­ში „ცი­ხის დიდი საყ­და­რი“ ერ­ქვა და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის იყო. ყვე­ლა­ზე მეტი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია ავ­ლა­ბარ­ში იყო: ხო­ჯე­ვან­ქის ღვთის­მშო­ბე­ლი, წმინ­და კა­რა­პე­ტის, გრი­გოლ გან­მა­ნათ­ლებ­ლის, „ეჩ­მი­ა­წი­ნი-სურბ-გე­ვორქ, ეს უკა­ნას­კნე­ლი XVIII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს აა­გეს სომ­ხე­თის სო­ფელ ეჩ­მი­ა­ძი­ნი­დან ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა სომ­ხებ­მა. ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი კი „ხოჯა ვან­ქის ასტვა­წა­წა­ნი“ XVII სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი. გა­რე­თუ­ბან­ში არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ ვან­ქის ეკ­ლე­სია (XVI სა­უ­კუ­ნე), ქა­ო­ანთ ეკ­ლე­სია (იდგა მეტ­რო სად­გურ „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის“ პირ­და­პირ) და „ზირ­კი­ნა­ანთ წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია“ (XVIII სა­უ­კუ­ნე. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის „ზა­რია ვოს­ტო­კას“ რე­დაქ­ცი­ის უკან, ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მხა­რე­ზე).
რო­დე­საც თბი­ლი­სის სა­კულ­ტო ნა­გე­ბობ­ზე ვსა­უბ­რობთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ აღი­ნიშ­ნოს კლდის უბან­ში მდე­ბა­რე „ათე­შენ­გა“, რო­მე­ლიც ცე­ცხლთაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა სა­ლო­ცა­ვის ნან­გრე­ვე­ბია,“ - დას­ძენს პრო­ფე­სო­რი.
ასე რომ, იმ­დრო­ინ­დე­ლი ტაძ­რე­ბი დღემ­დე დე­და­ქა­ლა­ქის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბია, რო­მელ­თაც რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი, ისე კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.


No comments:

Post a Comment