Sunday, June 9, 2019

"ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ..." - როგორი იყო ქეიფი ძველ თბილისში და ვინ ფლობდა ყველაზე პოპულარულ დუქნებს

თე­მე­ბი ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ი­დან მკი­თხველს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს და ამ­ჯე­რად გვინ­და ძველ თბი­ლის­ში ქე­ი­ფის თე­მას შე­ვე­ხოთ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ძველ თბი­ლის­ში შრო­მაც იცოდ­ნენ და რი­გი­ა­ნი ქე­ი­ფიც. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ერ­თი სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლიც არ­სე­ბობ­და: ორ­თა­ჭა­ლი­სა და კრწა­ნი­სის ბა­ღე­ბი, ამას­თან - ორ­თა­ჭა­ლის ჩარ­და­ხე­ბი, თბი­ლი­სუ­რი სარ­და­ფე­ბი და დუქ­ნე­ბი, სა­დაც ცდი­ლობ­დნენ, თავი გა­მო­ე­ჩი­ნათ კერ­ძე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და კარ­გი ღვი­ნით. რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ქარ­თვე­ლი ქე­იფს, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, იმ­თა­ვით­ვე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და გარ­კვე­ულ დრო­საც უთ­მობ­და.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში თბი­ლი­სე­ლე­ბი - ზოგი ფა­ე­ტო­ნით, ზოგი ეტ­ლით და ზოგი ფე­ხით - ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებს მი­ა­შუ­რებ­დნენ, სა­დაც მწვა­ნე სა­მე­ფო­ში დარ­ბა­ის­ლუ­რი, ქა­ლა­ქუ­რი პურ­მა­რი­ლი იმარ­თე­ბო­და - გვე­უბ­ნე­ბა ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სოს­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი. ის­მო­და არა მხო­ლოდ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, არა­მედ მოს­წრე­ბუ­ლი სი­ტყვა-პა­სუ­ხიც. მე­ზო­ბე­ლი სუფ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვა­ზი­ა­ნად იწ­ვევ­დნენ. ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებ­ში მის­ვლა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­დე­ბუ­ლი ხის ხი­დით შე­იძ­ლე­ბო­და, ნა­ვი­თაც გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ. ორ­თა­ჭა­ლა­ში იყო ყა­რა­ჩო­ხე­ლი­სა და მოკ­რი­ვე ნი­კა­ლა ცა­ცაშ­ვი­ლის რე­ტო­რა­ნი, „ელ­დო­რა­დო“, რო­მელ­საც უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჰყავ­და. ორ­თა­ჭა­ლის ხში­რი სტუ­მა­რი ყო­ფი­ლა გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც თა­ვის ცნო­ბილ „მუ­ხამ­ბაზ­ში“ მოკ­რი­ვე-მო­ქე­ი­ფეს, მე­თევ­ზე ლო­პი­ა­ნას ასე ათ­ქმე­ვი­ნა: „ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში მნა­ხე ვინა ვარ, / დარ­დი­მან­დის ლხინ­ში მნა­ხე ვინა ვარ! / ჯა­მით ტო­ლუმ­ბა­ში მნა­ხე, ვინა ვარ?..“
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში დუ­დუ­კის ტკბილ ჰანგზე ის­მო­და ქა­ლა­ქელ აშუღ­თა - სა­ი­ათ­ნო­ვას, ბე­ჩა­რას, ჰა­ზი­რას, მელ­ქოს, იე­თიმ გურ­ჯის ლექ­სე­ბი.ქა­ლა­ქელ­მა კაც­მა შრო­მა და ლხი­ნი გემ­რი­ე­ლი იცო­და, მაგ­რამ მო­ქე­ი­ფე­თა შო­რის იყო ჩხუ­ბიც და აყალ-მა­ყა­ლიც... მათ სა­დღეგ­რძე­ლო­ებ­ში ჩაქ­სო­ვი­ლი იყო კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფიქ­რი, სი­ხა­რუ­ლი და ტკი­ვი­ლი: "ქვე­ყა­ნა ზღვაა, მი­დის კაცი, ზოგს ატივ­ტი­ვებს, ზოგს დას­ძი­რავს, რის­გან არის? ადა­მი­ა­ნის სი­ბო­რო­ტის, შუ­რის და ავ­გუ­ლი­სა­გან". ყო­ველ სა­დღეგ­რძე­ლოს მოჰ­ყვე­ბო­და დუ­დუ­კის ჰან­გე­ბი.
ტივ­ზე აჰ­ქონ­დათ მა­ყა­ლი, იქვე კლავ­დნენ ბატ­კანს, ღა­მით ტივ­ზე ქე­ი­ფი თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ, რა­ღაც „მის­ტე­რი­ულ“ სა­ხეს ატა­რებ­და - მთვა­რის შუქ­ზე, მტკვრის ტალ­ღა­ზე ირეკ­ლე­ბო­და მო­ქე­ი­ფე­თა გრძე­ლი ჩრდი­ლე­ბი. დი­ლის სა­ათ­ზე ღა­მე­ნა­თე­ვი მე­ი­ნა­ხე­ე­ბი ქე­იფს თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ში აგ­რძე­ლებ­დნენ
თბი­ლის­ში გან­თქმუ­ლი იყო „ქო­სე­ბის დუ­ქა­ნი“, „ჭინ­კე­ბის დუ­ქა­ნი“, „ბა­ბა­ჭუ­ას დუ­ქა­ნი“ და სხვ. დუქ­ნის პატ­რო­ნი კლი­ენ­ტის მი­სა­ზი­დად, დუ­ქანს ეგ­ზო­ტი­კურ სა­ხელს არ­ქმევ­და და მხატ­ვრუ­ლად გა­ფორ­მე­ბულ აბ­რას უკე­თებ­და, მა­გა­ლი­თად, ასეთს: „ნე უე­ზჟაი, გო­ლუბ­ჩიკ მოი“, „სან­დრო, ნა­ლეი, პივა, თო­რემ თავი მტკი­ვა“, „ზა­ლა­ტიე გოს­ტი“, „ზა­ლა­ტოე ვრე­მია“, „სამ პრი­შოლ“, „ედე­მი“, „თუმ­ნით ვქე­ი­ფობ“, „პივ­ნა­ია აზია, გვერდს მი­ზის ლა­მა­ზია“ და სხვ.
ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი კლა­სის რეს­ტორ­ნე­ბი თა­ვი­ანთ კლი­ენ­ტებს პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სთხოვ­დნენ მობ­რძა­ნე­ბას. ამ რეს­ტორ­ნებ­ში სტუ­მარ­თა გა­სარ­თო­ბად პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლებს, მო­ცეკ­ვა­ვე­ებს, ორ­კესტრებს იწ­ვევ­დნენ, სუფ­რაც ევ­რო­პუ­ლი იყო, მაგ­რამ ძვე­ლი ქა­ლა­ქუ­რი პეწი აქაც ტრი­ა­ლებ­და.
ამ ცნო­ბებ­სა და ამ­ბებს კი მა­შინ­დელ ჩა­ნა­წე­რებ­ში, გა­ზე­თებ­ში, მწე­რალ­თა ნა­მუ­შევ­რებ­ში უხ­ვად შეხ­ვდე­ბა მკი­თხვე­ლი.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment