Friday, July 14, 2017

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს ეძებენ

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს - ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ, - აღნიშნულის შესახებ განცხადება “ფეისბუქის” გვერდზე მოზარდების ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. 
”ინტერპრესნიუსი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დაგვეხმარეთ, გუშინ გავიდნენ სახლიდან 14 წლის მოზარდები - ძმები ნიკა და ლუკა ცანავები! თუ ვინმე ფლობს რამე ინფორმაციას ბავშვების ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 5921520980," - ნათქვამია განცხადებაში. 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მოზარდების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად შევიდა სამართალდამცავ უწყებაში. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები და მიმდინარეობს ძებნის პროცესი.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                                     ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment