Monday, July 17, 2017

კახა კალაძე - მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში

ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. 

კალაძე მოუწოდებს ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედონ, ისაუბრონ და დაუპირისპირდნენ ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში.

”წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. 

განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში”,- ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.
ipn.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment