Saturday, July 15, 2017

ვ ი დ ე ო - პატრიარქმა ზემო სერის ტერიტორიაზე ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიაზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთხა.
პატრიარქმა ზემო სერის მთაზე შეკრებილი მრევლი დალოცა.



მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად



„იწყება მოქმედება ისტორიული მნიშვნელობის. ახალი ბანის საძირკვლის კურთხევა. ღმერთმა ინებოს მადლი ღვთისა გადმოვიდეს ამას ტაძარსა ზედა. ყოველი ადამიანი, რომელიც შესაძლოა, სთხოვს უფალს დახმარებას, აღესრულოს მას“,- ბრძანა პატრიარქმა.
ხაშურში, ზემო სერის მთაზე ახალი ბანას სამონასტრო- საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება. პროექტი, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
ახალი ბანას აღდგომის სახელობის ცენტრი იქნება ბანას ტაძრის ორეული. ცენტრში იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დარბაზები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა. სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ტაძარი და დაესწრონ ღვთისმსახურებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში.
დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



 

No comments:

Post a Comment