ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, მადრიდის ინტერპოლის მიერ 2007 წლიდან ძებნილი, ისრაელის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების
ცნობით, ერთობლივი ღონისძიებები თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო
პოლიციის სასაზღვრო საიმიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის
აეროპორტის“ თანამშრომლებმა ჩაატარეს.
„დაკავებულს ბრალი ედება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 387-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ვალუტისა და საგადასახადო შტამპების გაყალბებას გულისხმობს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
1tv.ge
No comments:
Post a Comment