Sunday, July 16, 2017

ეტიკეტის 18 წესი - ის, რაც ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს


ეტიკეტის და ზრდილობიანი მანერების გამომუშავება ბავშვობიდან იწყება. სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, რომ ეტიკეტის წესების სწავლება შვილებს ასწავლონ მაშინვე, როგორც კი ლაპარაკს დაიწყებს.

რა უნდა ასწავლოთ შვილს პირველ რიგში? - გთავაზობთ ეტიკეტის წესებს, რომლებიც ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს:

1. ეტიკეტის ნამდვილი მნიშვნელობა ისაა, რომ აჩვენო პატივისცემა და კეთილგანწყობა ყველას შენ გარშემო. ამიტომ პირველ რიგში, შვილს სხვების მიმართ პატივისცემა ასწავლეთ.

2. ასწავლეთ, რომ ყოველ დღე გამოიყენოს სიტყვები - გთხოვ, მადლობა, მაპატიე.

3. როგორ გამოიყენოს ხელსახოცი ჭამის დროს ტუჩების მოსაწმენდად.

4. როგორ დაღეჭოს საღეჭი რეზინი ისე, რომ სხვები არ შეწუხდნენ.

5. არ დააწყოს იდაყვები მაგიდაზე, არასდროს.

6. არ ჩაერთოს ზრდასრული ადამიანების საუბარში და ხელი არ შეუშალოს მათ.

7. არასოდეს გააკეთოს კომენტარი ვინმეს გარეგნობაზე უარყოფით კონტექსტში.

8. ასწავლეთ, როგორ უთხრან კომპლიმენტი ადამიანს.

9. როგორ დაწეროს მადლობის წერილი.

10. ასწავლეთ რომ დაეხმაროს ადამიანს, რომელსაც ეს სჭირდება.

11. როგორ გააცნოს სხვებს საკუთარი თავი.

12. უნდა ასწავლოთ პოზიტიური სხეულის ენა.

13. ასწავლეთ რომ ზდრასრულ ადამიანს არ მიმართოს სახელით, სანამ ის ამის ნებას არ მისცემს.

14. ყოველთვის დააკაკუნოს ოთახში შესვლამდე.

15. ასწავლეთ, როგორ უპასუხოს ტელეფონს ზრდილობიანად.

16. როგორ დაამყაროს თვალებით კონტაქტი საუბრის დროს.

17. ასწავლეთ რომ ვინმეს არ მიაშტერდეს.

18. ყოველთვის აიფაროს ხელი პირზე, როცა ამთქნარებს, ან აცემინებს.
trend.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



1 comment:

  1. 19.ასწავლეთ სად რა უნდა ჩაიცვას.

    ReplyDelete