თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
მომხდარი ავარიის შედეგად ანსამბლის წევრი ბავშვები დაშავდნენ.
როგორც საზოგადოებრივს ტრაპზონში
საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელმა გიორგი ყუშიტაშვილმა განუცხადა,
დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი საავადმყოფოებში
გადაიყვანეს.
„ავარია დღეს
გამთენიისას მოხდა. დაშავებულები გადანაწილებული არიან საავადმყოფოებში.
ჩვენი თანამშრომლებიც გასული არიან და დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით
გვეცოდინება.
მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული",- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული",- განაცხადა ყუშიტაშვილმა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავარია დილის 05:00 საათზე ეინესილის რაიონში მოხდა.
მათივე ცნობით, მიკროავტობუსს, რომელშიც ძირითადად ბავშვები ისხდნენ, სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, ბოძს დაეჯახა და გადატრიალდა. გავრცელებული ცნობებით, დაშავდა 38 ადამიანი. მათი უმრავლესობა 9-13 წლამდე ბავშვია.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანაგებო სიტუაციების სამსახური. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
1tv.ge
No comments:
Post a Comment