კომპანია Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რუსეთი იყენებდა რეკლამას სოციალური ქსელის ველში მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამის შესახებ BBC წერს.
კომპანიის ცნობით, 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდში 3 000 სარეკლამო ბანერი გაიყიდა, რომელთა ფასი 100 000 დოლარი იყო.
Facebook-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ რეკლამებს უკავშირდება 470 ექაუნთი და გვერდი, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ ან სოციალური ქსელის წესებს არღვევენ.
"ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ეს ექაუნთები და გვერდები ერთამენთთან იყო დაკავშირებული და სავარაუდოდ რუსეთიდან მოქმედებდნენ"- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან კომპანიაში განმარტავენ, რომ რეკლამები არ უკავშირდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, კენჭისყრას და კანდიდატებს და ისეთ თემებს ეხებოდა, როგორიცაა ლგბტ საზოგადოება, რასიზმი და იარაღზე კონტროლი
Facebook-ის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო გავლენაზე დაწყებულ გამოძიებასთან თანამშრომლობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment