Tuesday, September 26, 2017

ბასილაშვილმა ჩინეთში ჩენდუს პირველობა გამარჯვებით დაიწყო



👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ჩენდუს პირველობა გამარჯვებით დაიწყო.  1/16 ფინალში ქართველის მეტოქე სერბი ვიქტორ ტროიცკი იყო, რომელიც ATP-ის კლასიფიკაციაში 48-ე ადგილზეა.ქართველმა ჩოგბურთელმა ვიქტორ ტროიცკი 6:3, 2:6, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 42 წუთი გაგრძელდა.
ბასილაშვილი და ტროიცკი აქამდე პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - ეს წელს, "როლან გაროსის" მეორე წრეში მოხდა და მაშინ, ნიკამ სამ ტაი-ბრეიკში მოუგო სერბს - 7:6(3), 7:6(2), 7:6(6).
მერვედფინალში ნიკას მეტოქე 19 წლის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, ტეილორ ფრითზი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 94-ე ადგილს იკავებს.
შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment