Friday, September 29, 2017

ტრამპმა ტილერსონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე პასუხისმგებლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უფლებამოსილებებია განსაზღვრული. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლიავრცელებს. 
მემორანდუმის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კურატორად დაინიშნა. საქმე ეხება იმ სანქციების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს უკრაინაში კონფლიქტის გამო და ამერიკულ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე რუსეთის მხრიდან კიბერშეტევის გამო დაწესდა. ტილერსონი პასუხისმგებელი იქნება ასევე რუსეთის ფინანსური ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე და კიბერშეტევაში მონაწილე პირების მიმართ ვიზების გაცემის შეზღუდვაზე. 
აშშ-მა, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს დააწესეს. ამის მიზეზი აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული კონფლიქტი და მოსკოვის მიერ ყირიმის მიერთება გახდა. 
2 აგვისტოს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მოაწერა ხელი. კანონი ფინანსურ ინსტიტუტებს და ნავთობისა და გაზის კომპანიებს ეხება. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment