Saturday, September 23, 2017

ტრამპმა ამერიკელ ფეხბურთელებს "ნაბიჭვრები" უწოდა

 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღშფოთდა ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მოთამაშეების ქცევით, რომლებიც, ლიგის მატჩის წინ, ამერიკის ჰიმნის შესრულების დროს ფეხზე არ ადგნენ. ქვეყნის მეთაურის აზრით, ისინი სახელმწიფო სიმბოლიკების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა ასეთი ფეხბურთელების ლიგიდან გაშვება მოითხოვა. მისი აზრით, ფეხბურთელების ასეთი ქცევა სპორტს ვნებს.  "არ გინდათ ერთხელაც დაინახოთ, როგორ ეტყვიან ამ ლიგის ფეხბურთელებს, რომლებიც ამერიკის დროშას შეურაცხყოფენ: "გაათრიეთ ეს ნაბიჭვარი მოედნიდან ახლავე! გარეთ! გათავისუფლებული ხარ!", - განაცხადა ტრამპმა.
გასულ წელს, ფეხბურთელმა კოლინ კაპერნიკმა, ნაციონალური ჰიმნის ჩართვის დროს, პირველად განაცხადა უარი ფეხზე წამოდგომაზე, რადგან ამით ამერიკული რასიზმისა და პოლიციის სისასტიკეს გაემიჯნა. მას შემდეგ NFL-ს სპორტსმენები მატჩების წინ ასე ხშირად იქცევიან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment