Wednesday, September 20, 2017

ვ ი დ ე ო - ქარიშხალმა "მარიამ" დომინიკელთა რესპუბლიკაში 7 ადამიანი იმსხვერპლა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ქარიშხალმა "მარიამ" დომენიკელთა რესპუბლიკაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხალი დომინიკელთა რესპუბლიკას გუშინ დაატყდა თავს. ქვეყნის პრემიერმინისტრ რუზველტ სკერიტის განცხადებით, თითქმის ყველას სახლის სახურავი ახდილია, ვისთან დაკავშირებაც მან მოახერხა. დამტვრეულია პრემიერმინისტრის რეზიდენციის სახურავიც.
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი მარია ახლა ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოს დაატყდა თავს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარის სიჩქარე 280 კილომეტრ საათს აღწევს.
„მარიას“ კი ტროპიკული შტორმი „ლი“ მოსდევს, რომელიც ასევე კარიბის აუზის კუნძულებს ემუქრება. ატლანტის ოკეანეში ამჟამად კიდევ ერთი ქარიშხალი „ხოსე" მძვინვარებს.
მანამდე რეგიონს ქარიშხალმა „ირმამ“ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქარიშხლის გამო, 8 სექტემბერს ფლორიდის შტატიდან 6,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 55 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდაპირველად, „ირმა“ მეხუთე კატეგორიის საშიშროებამდე გაძლიერდა, რითაც ქარიშხალ „ჰარვიზე" დამანგრეველი აღმოჩნდა, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment