Thursday, September 28, 2017

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქულ მედიაში დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გავრცელდა.
ბრალდების მიხედვით, მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წაართმევა სცადეს. 
დაზარალებულმა მომხდარი ინციდენტის შესახებ სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.
დაზარალებულმა დაკავებულები ამოიცნო.
imedinews.ge

1 comment: