Saturday, September 30, 2017

პარფიუმერიის მთავარი საფრთხე დადგინდა


პარფიუმერია, შესაძლოა, შაკიკის და ალერგიული რეაქციების მიზეზი გახდეს. ადამიანებზე არომატების გავლენების შესახებ კვლევის შედეგებზე ავსტრალიელი მწერალი, ქეით გრინველი თავის წიგნში Case Against Fragrance წერს. ამის შესახებThe Independent-ი იტყობინება.
გრინველის თქმით, ადამინთა ერთი მესამედი მგრძნობიარეა არომატების მიმართ, რაც თავის ტკივილებით, ასთმით და ძილისკენ მიდრეკილებით გამოიხატება.
სხვა კვლევის მიხედვით, რომელიც ბრაზილიაში პერნამბუკუს ფედერალურ უნივერსიტეტში ჩატარდა, პაციენტთა 70 პროცენტი თავის ტკივილს მფრინავი ნივთიერებების გამო უჩივის. ამასთან სუნამოები და და დეზადორები 75 პროცენტის მდგომარეობას აუარესებს.
მწერლის თქმით, კომპონენტები, რომლებიც სუნამოებში გამოიყენება, სინთეტიკურია და მისი შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. ამიტომაც, ალერგიული ადამიანები ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რომელი ნივთიერება იწვევს მათში ასეთ რეაქციებს. ამას გარდა, ბუნებრივი ეთერზეთებსაც, რაც არომატების ძირითადი შემადგენელია, ტოქსიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეთ, რაც ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანებას იწვევს.
imedinews.ge


No comments:

Post a Comment