Friday, September 22, 2017

ფიფამ 2017 წლის ათი საუკეთესო გოლი წარმოადგინა

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ფერენც პუშკაშის სახელობის პრემიის კანდიდატები, რომელიც 2017 წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა.
ჯილდოსთვის 10 ფეხბურთელი იბრძოლებს: კევინ-პრინს ბოატენგი ("ლას-პალმას", ესპანეთი), ალეხანდრო კამარგო ("უნივერსიდად დე ჩილე"), დეინა კასტალიანოსი (ვენესუელის ქალთა ნაკრები 17 წლამდე), მუსა დემბელე ("სელტიკი" შოტლანდია), ოლივიე ჟირუ ("არსენალი",ინგლისი), ავილას ურტადო ("ტიხუანა",მექსიკა), მარიო მანჯუკიჩი ("იუვენტუსი",იტალია), ოსკარინე მასულუკე ("ბაროკა",სამხ.აფრ.რესპ.), ნემანია მატიჩი ("ჩელსი", ინგლისი), ჟორდი მბულა ("ბარსელონა-ბ", ესპანეთი).
ფერენც პუშკაშის პრემია ფეხბურთელებს, 1950-იანების მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის პატივსაცემად, 2009 წლიდან გადაეცემა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment