Monday, September 18, 2017

ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ნისანისა,, და ,,მერსედესის,, მარკის ავტომობილები შეეჯახა.

 👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ნისანის,, მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და მას მართვის მოწმობა სამი წლით ჩამოერთვა.
მძღოლმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ipress.ge

 👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment