Thursday, September 28, 2017

ტრამპმა, პუერტო რიკოს დასახმარებლად, საუკუნოვანი აკრძალვა შეცვალა

აშშ-ს პრეზიდენტმა პუერტო რიკოსთვის შეცვალა 1920 წელს ამოქმედებული კანონი “სავაჭრო ფლოტის შესახებ“, რომლის თანახმადაც უცხოურ გემებს ამერიკულ პორტებს შორის ტვირთის გადატანა ეკრძალებოდათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამით დონალდ ტრამპმა გუბერნატორის, რიკარდო როსელოს თხოვნა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება, ქარიშხალ “მარიასგან“ პუერტო რიკოს დაზარალების შემდეგ, დახმარების აუცილებლობით ახსნა.
ეს დოკუმენტი თავის დროზე რესპუბლიკელი სენატორის, უესლი ჯონსონის ინიციატივით ამერიკული სავაჭრო ფლოტის ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.
ქარიშხალი “მარია“ პუერტო რიკოს 20 სექტემბერს დაატყდა თავს, რამაც მთელ კუნძულზე ელექტრომომარაგება გათიშა. მობილური კავშირგაბმულობა ტერიტორიის 91%-ზე ჯერაც არ არის აღდგენილი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment