Friday, September 29, 2017

ნავალნი: სამი საათია ვზივარ და პუტინის პორტრეტს ვუყურებ

უკვე სამი საათია, რაც პოლიციაში ვარ. არც ოქმები, არც განმარტებები, თუ რატომ დამაკავეს. ვზივარ სააქტო დარბაზში და პუტინის პორტრეტს ვუყურებ. იქნებ ამაშია მთელი აზრი,- რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი სოციალურ ქსელ twitter-ში მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში დღეს დააკავეს.ის ნიჟნი ნოვგოროდში დაგეგმილ დემონსტრაციაზე უნდა გამგზავრებულიყო. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის.
მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი განყოფილებაში მიიყვანეს. თუმცა პოლიციის განმარტებით, ის არ დაუკავებიათ, არამედ განმარტებების მისაცემად მიიყვანეს.
ალექსეი ნავალნი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება.უკვე სამი საათია, რაც პოლიციაში ვარ. არც ოქმები, არც განმარტებები, თუ რატომ დამაკავეს. ვზივარ სააქტო დარბაზში და პუტინის პორტრეტს ვუყურებ. იქნებ ამაშია მთელი აზრი,- რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი სოციალურ ქსელ twitter-ში მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ალექსეი ნავალნი მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში დღეს დააკავეს.ის ნიჟნი ნოვგოროდში დაგეგმილ დემონსტრაციაზე უნდა გამგზავრებულიყო. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის.
მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი განყოფილებაში მიიყვანეს. თუმცა პოლიციის განმარტებით, ის არ დაუკავებიათ, არამედ განმარტებების მისაცემად მიიყვანეს.
ალექსეი ნავალნი ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment