👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
24 სექტემბრიდან - 8 ოქტომბრის ჩათვლით ჩანიშნულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც აქტიურად ჩაერთო და პირველი ღონისძიება - სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი - “თანამედროვე მედიაგანათლების გამოწვევები და პერსპექტივები” ჩაატარა.სემინარი კსუ-ს ბაზაზე არსებულ მულტიმედია ცენტრში გაიმართა. ღონისძიება, ცენტრისა და ჟურნალისტიკის სპეციალობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჭალაგანიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას, კსუ-ს კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე და რექტორი - კახაბერ კორძაია მიესალმნენ და ნაყოფიერი სასემინარო მუშაობა უსურვეს.
👉 კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ბეჭდურ გამოცემათა მომზადების სწავლების სტრატეგიები, ახალგაზრდა ჟურნალისტების დასაქმება მედიის შრომით ბაზარზე, ინტერნეტეპოქის მედიაენა, სოციალური რეკლამის საგანმანათლებლო პოტენციალი - ეს იმ მოხსენებების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კსუ-ს მულტიმედია ცენტრში შეკრებილმა პროფესორ-მასწავლებლებმა, მედიის წარმომადგენლებმა თუ ჟურნალისტებმა იმსჯელეს.

No comments:
Post a Comment