Wednesday, September 20, 2017

2016 წელს 25 101 წყვილი დაქორწინდა, 9 539 კი განქორწინდა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს 25 101 წყვილი დაქორწინდა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 4 056-ით ნაკლებია. 2015 წელს ოჯახური კავშირი ოფიციალურად 29 157 წყვილმა გააფორმა. 2007 წლიდან 2016 წლამდე კი ქორწინებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა - 34 693 ქორწინება.
რეგიონების მიხედვით, 2016 წელს ყველაზე მეტი ქორწინება ქვემო ქართლში დაფიქსირდა (2 867), ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (203). თბილისში 2016 წელს 7 304 წყვილი დაქორწინდა.
რაც შეეხება განქორწინებას. 2016 წელს 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 427-ით მეტია. 2007 წლიდან 2016 წლამდე განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - 9 119 წყვილმა ოფიციალურად გააწერა ხელი.
საქართველოს მასშტაბით, 2016 წელს ყველაზე მეტი განქორწინება თბილისში დაფიქსირდა - 3 688; მას მოსდევს იმერეთი - 1 450. განქორწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გასულ წელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა - 56.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment