Wednesday, September 20, 2017

სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლის ბუფეტების შემოწმებას იწყებს




👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სურსათის ეროვნული სააგენტო დღეიდან სკოლის ბუფეტებში გეგმურ ინსპექტირებას დაიწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მიქაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სკოლის ბუფეტებში გეგმური ინსპექტირება ეტაპობრივად მოხდება და პირველ რიგში უფრო მაღალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები შემოწმდება.

„ჩვენ გვაქვს რისკის შეფასების ელექტრონული პროგრამა, რომელიც პროგრამულად, სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს ყველა ბიზნეს ოპერატორის რისკებს, მათ შორის, სკოლის ბუფეტების. რისკის შეფასების ოთხი კრიტერიუმი გვაქვს. ამ შერჩევის შედეგად, რომელთაც მაღალი ქულა ექნებათ, ჯერ ის სკოლის ბუფეტები შემოწმდება. შემდეგ საშუალო და დაბალი რისკის მქონე სკოლის ბუფეტები. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათ გარკვეული სანქციები დაეკისრებათ. ბუფეტებში ეტიკეტირების დარღვევის ფაქტებზე ორი სკოლა დაჯარიმდა. ჯერჯერობით სერიოზული შემთხვევები არ გვქონია. დაჯარიმება ხდება ასევე მითითებების შეუსრულებლობაზე, ვადაგასული პროდუქტის რეალიზაციის გამო და სხვა“, – განაცხადა მიქაძემ. 

მისივე თქმით, სკოლის ბუფეტების გეგმურ შემოწმებასთან ერთად ისინი ასევე ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, ასევე დოკუმენტურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ. მიქაძემ აღნიშნა, რომ არაგეგმური შემოწმება საჩივრის ან შეტყობინების შესვლის შემთხვევაში ხდება. 
 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„მიმდინარე წელს გეგმურად შემოწმების დროს გარკვეული სკოლის ბუფეტებს მითითებები უკვე მიეცათ. თუ ეს მითითებები შესრულებული არ არის, გადამოწმებისას მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები განხორციელდება“, – განაცხადა მიქაძემ.

სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, 2017 წელს, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, გეგმური ინსპექტირებით უკვე 108 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ერთ სკოლაში განხორციელდა და 141 სკოლა გადამოწმდა. დოკუმენტური შემოწმება 102 სკოლის ბუფეტში მოხდა. 

მიქაძის თქმით, 2016 წელს ასევე გეგმური ინსპექტირების ნაწილში 287 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. არაგეგმური ინსპექტირება კი ორ სკოლაში ჩატარდა. გადამოწმება 203 სკოლის ბუფეტში მოხდა. ასევე დოკუმენტური შემოწმება 818 სკოლის ბუფეტში განხორციელდა.
ipn.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment