Friday, September 29, 2017

ანა ურუშაძის ფილმმა ეგვიპტის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ანა ურუშაძის პირველი სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ნამუშევარი კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელია. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „საშიში დედა“ ეგვიპტეში ელ გოუნას საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა. ჯილდო გულისხმობს ფულად პრიზსაც - 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრების მაგალითზე, აკრძალვებისა და სტერეოტიპების შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა საფესტივალო ცხოვრება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და არაერთი პრიზი აქვს მოპოვებული, მათ შორის ლოკარნოსა და სარაევოს კინოფესტივალების.
„საშიში დედა" საქართველოდან ოსკარზე, უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი. კინოსურათი ქართულ-ესტონური ერთობლივი ნამუშევარია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment