Tuesday, September 26, 2017

სკოლაში ჰიჯაბით არ შეშვების გამო მოსწავლის მშობლები დირექტორს უჩივიან


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა მე-7 კლასელი მოსწავლე სკოლაში ჰიჯაბით არ შეუშვა. 
მომხდარის გამო დირექტორ ელზა აშიროვას მოსწავლის მამა, ასტანოვ თაჰირი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. ტაჰირი ჰიჯაბის ტარებას ტრადიციას უკავშირებს, დირექტორს კი შვილის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სკოლის დირექტორმა ელზა აშიროვამ განუცხადა, თავსაბურავის აკრძალვა სკოლის შინაგანაწესის დაცვით მოხდა, რომლის მიხედვითაც, სკოლის შენობაში კეპის, ქუდის და სხვა აქსესუარების ტარება იკრძალება.

მოსწავლის მშობლები რეაგირებას ითხოვენ, რის გამოც მათ თელავის რესურსცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.
ipn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment