Thursday, September 28, 2017

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული დ.ს. თბილისში დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დ.ს.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment