Wednesday, September 27, 2017

მარკ ცუკერბერგმა დონალდ ტრამპის ბრალდებას უპასუხა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდება უარყო, რომელიც სოციალურ ქსელებს და გაზეთებს მის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.  BBC-ის ცნობით, ასეთი ბრალდებით ტრამპი Twitter-ზე გამოვიდა.
„Facebook-ის ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი იყო. სოციალური ქსელები ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, აქედან მოდის ყალბი ინფორმაციები.  New York Times და Washington Post ასევე ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, ეს შეთქმულებაა?“- დაწერა ტრამპმა.

მან აღნიშნა, რომ ხალხია მასთან. „ხალხი ტრამპის მხარესაა! რეალურად არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ჩვენ მოვახერხეთ პირველი 9 თვის განმავლობაში. ეკონომიკაც აღმავლობის გზაზეა.“- დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დონალდ ტრამპის ამ პოსტს გამოხმაურება მოჰყვა. ლიბერალებმა განაცხადეს, რომ სოციალური ქსელის გარეშე ის თავისი აზრების გამოთქმას ვერ მოახერხებდა.
მარკ ცუკერბერგი ტრამპის კრიტიკას არ ეთანხმება. 33 წლის მილიარდერმა აშშ-ის პრეზიდენტს Facebook-ზე უპასუხა. მისი თქმით, სოციალური ქსელი ყველას აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. „ ტრამპი ამბობს, რომ Facebook-ი მისი წინააღმდეგია. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებშია მოგებაში დავეხმარეთ. ორივე მხარე იმ კონტენტის გამოა განაწყენებული, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს არის საშუალება, რომ ყველას საკუთარი იდეის გამოთქმა შეუძლია. Facebook-ი ადამიანებს ხმის უფლებას აძლევს, კანდიდატებს კი ამომრჩეველთა ურთიერთობის საშუალებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას იმაში, რომ სახელმწიფოებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საარცევნო პროცესის ჩაშლაში შევუშალოთ ხელი,“-დაწერა ცუკერბერგმა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment