Tuesday, September 19, 2017

ვ ი დ ე ო - მექსიკაში მომხდარ მიწისძვრას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


მექსიკაში, მორელოსის შტატში მიწისძვრას სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა გრაკო რამირესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსას მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
სტიქიის გამო შენობები ჩამოინგრა, რამდენიმე ადგილას კი ხანძარი გაჩნდა. მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო. მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90-ს მიაღწია.
2015 წლის შემდეგ ეს დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment