Friday, September 29, 2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, მოსახლეობისთვის პრეპარატების  და ფერომონების (მოსაზიდი ხაფანგების) გადაცემის პროცესი დასავლეთ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელსაც პრეპარატები და შესაბამისი საინფორმაციო მასალები დაურიგდა, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება საკარმიდამო ნაკვეთებში და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ უკვე დაიწყო. შეწამვლითი სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე ეცნობიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და მოსახლეობას პრეპარატების გამოყენების შესახებ რეკომენდაციებსაც აძლევენ. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს. სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. თითოეულ ოჯახს ერთი ლიტრი შესაწამლი საშუალება და ფერომონი გადაეცემა. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment