Friday, September 29, 2017

მეიდანზე სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

თბილისში „მეიდანზე“ ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქცია - სუვენირები, სამოსები, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, სასურსათო პროდუქცია და ა.შ.
ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხ
ვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment