Friday, September 22, 2017

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყება


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია 2017 წლის 3 ოქტომბერს საღამოს 20 საათზე დაიწყება. განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა ჯეკს ვორმენმა გააკეთა.
ვორმენი დღეს მოსახლეობას შეხვდა და მწვანე ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. როგორც გაირკვა რეგისტრაცია ერთი თვის განმავლობაში, 3 ნოემბრის საღამოს 20 საათამდე, გაგრძელდება.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატები გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. აპლიკანტს საშუალო განათლება და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
2019 წლის მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების გამარჯვებულთა სია 2018 წლის 1 მაისს გახდება ცნობილი. შედეგები ელექტრონული გათამაშების ვებგვერდზე დაიდება. განმცხადებლები, საიმიგრაციო ვიზების მისაღებად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან .
მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს დეტალურ ინფორმაციის მოძიება, ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე, უკვე ქართულ ენაზეც შეუძლიათ.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment