Thursday, September 28, 2017

32-ე საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით პედაგოგებს მშობლებისთვის მიემართათ


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხურციძე-კაშია გამორიცხავს, რომ ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით პედაგოგებს მშობლებისთვის მიემართათ.

როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პედაგოგებს უკვე ესაუბრა და ისინი ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა დღეს ამ საკითხზე თათბირი მაინც გაიმართება.

სკოლის დირექტორი მიმართავს მშობლებს და სთხოვს მსგავსი პრობლემების შემთხვევაში მას მიმართონ.

”მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მასწავლებლები არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ თანხისთვის მშობლები შეეწუხებინათ. მე ამ კოლექტივს ვიცნობ 1998 წლიდან და მაქვს უდიდესი ნდობა მათი. შემიძლია ასევე გითხრათ, რომ სკოლის აღჭურვა ჟალუზებით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ”დიოსთან”. წელს პირველ სართულზე სკოლამ საკუთარი რესურსებით შეიძინა ჟალუზები, რამდენიმე დღე მაინც მჭირდება, რომ ჩემს კოლეგებთან ვისაუბრო, მაგრამ ამას გამოვრიცხავ. ჩემი კოლეგები ფულზე არავითარ შემთხვევაში არ ისაუბრებდნენ მშობლებთან”, - განაცხადა სკოლის დირექტორმა. 
 
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
შეგახსენებთ, რომ მშობლების ნაწილის ინფორმაციით, სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მათ დაევალათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მშობელმა განუცხადა, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.
ipn.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment