Friday, September 22, 2017

სოფელ ერედვს საცხოვრებელი სახლების ნარჩენებისგან ასუფთავებენ

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სოფელ ერედვში, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დაფინანსებითა და სამშენებლო კომპანია ,,შანსის" ტექნიკით, საცხოვრებელი სახლების კედლებს ანგრევენ და მიწას საძირკვლისგან ასუფთავებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიამ წლის ბოლომდე სოფელი ერედვი ყველანაირი კონსტრუქციისგან უნდა გაწმინდოს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მართვის სამსახურის უფროსის, ვალერი კოკოევის თქმით, გათვალისწინებულია სოფელ ერედვის გაწმენდა 268 სახლისგან.

,,ორ კვირაში ნახევარი ტერიტორია უკვე გაწმენდილია, 163 სახლის მიწისზედა ნაგებობა გატანილია და ადგილი უკვე მოსწორებულია. იგეგმება გათავისუფლებული ტერიტორიის გადაცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის" - აცხადებს კოკოევი.

ცხინვალის ტელევიზიის ცნობით, ტერიტორიის გასუფთავება ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციო-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში" ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 4,2 მლდ რუსული რუბლით, (დაახლოებით 70 მლნ დოლარი) ფინანსდება.
qartli.ge

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment