ღარიბთა რაოდენობის ზრდის ტემპებმა ამერიკა მალე შესაძლოა პლანეტის ყველაზე უთანასწორო სახელმწიფოდ აქციოს. ამ დასკვნამდე გაეროს ექსპერტი, სიღარიბის საკითხებში, ფილიპ ალსტონი მივიდა. ამის შესახებ ორგანიზაციის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
ალსტონის თქმით, დღეს აშშ-ში, სხვადასხვა რასის და ეროვნების 18,5 მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ექსპერტი აცხადებს, რომ სიღარიბიდან თავის დაღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება იქ ყველაზე რთულია.
2017 წლის ივლისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა 325 350 377 ადამიანისგან შედგება.
2017 წლის ივლისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა 325 350 377 ადამიანისგან შედგება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment