Saturday, December 23, 2017

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს. მას არჩევნების მეორე ტურში მონაწილე 958 დელეგატიდან მხარი უმრავლეოსობამ დაუჭირა, მეორე კანდიდატს კი მხოლოდ 23 ხმა ერგო. დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამ პოზიციაზე მან ზაზა ხატიაშვილი შეცვალა.

იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი: ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობდნენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8-კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment