Monday, December 25, 2017

გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის ადვოკატი დაცვით სიტყვას 3 იანვარს წარმოთქვამს

სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი პროცესის დაჩქარებას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სოფიო გოგლიჩიძის განცხადებით, მოსამართლემ მისი შუამდგომლობა პროცესის 12 იანვრამდე გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. 
მოსამართლის გადაწყვეტიებით სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა დაცვითი სიტყვა 3 იანვარს უნდა წარმოთქვას. 
დღეს ბრალდების მხარემ დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც გოგლიჩიძე 14 დეკემბრიდან დღემდე დატვირთული არ ყოფილა სხვა პროცესებით და სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა უნდა მოესწრო. 
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 
საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment