Wednesday, December 27, 2017

შსს ადამიანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 26 დეკემბერს უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ადამიანის პერსონალური მონაცემები არ გაუმჟღავნებია და შესაბამისი კანონი დაურღვევია. ამის შესახებ 1tv წერს.
"შსს-ს მიერ 26 დეკემბერს გავრცელებული განცხადება იყო დეპერსონალიზებული ფორმით, სახელისა და გვარის ინიციალების გამოყენებით, შესაბამისად, სრულად აკმაყოფილებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებს", - ამბობს შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სახოკია.
სახოკიას თქმით, უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან თანამშრომლობს, რომელმაც საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.
26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაასრულა სოფელ ქისტაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
რამდენიმე დღის წინ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველები სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთ ოჯახში სახლის გასაჩხრეკად შევიდნენ. ამის შემდეგ ოჯახის დიასახლისი შეუძლოდ გახდა და ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ამ ფაქტს პოლიციელების მხრიდან უხეშობას უკავშირებდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment