Tuesday, December 26, 2017

სოფელ დუისში დღეს სახალხო კრებაა დანიშნული

პანკისის ხეობის სოფელ დუისის ცენტრში დღეს, 14:00 საათზე სახალხო კრება გაიმართება, სადაც ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ. შეკრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხეობის უხუცესები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კრების მონაწილეები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან ნაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
სპეცოპერაციისას დაჭრილ ახალგაზრდას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში​ დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. 
პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.
სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment