Sunday, December 24, 2017

ჰარი კეინმა ალან შირერის რეკორდი გაიმეორა

ლონდონის "ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა "ნიუკასლის“ ლეგენდარული ფორვარდის ალან შირერის რეკორდი გაიმეორა.
პრემიერ ლიგის მე-19 ტურში ლონდონელებმა სტუმრად „ბარნლი“ 3:0 დაამარცხეს და სამივე გოლი 24 წლის ფეხბურთელმა გაიტანა.
კალენდარული წლის განმავლობაში კეინმა პრემიერ ლიგაში 36 გოლი მიითვალა და შირერის მიღწევა გაიმეორა. "ტოტენჰემს“ 26 დეკემბერს მატჩი "საუთჰემპტონთან“ ელის და კეინს შანსი აქვს ისტორია გადაწეროს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment