Tuesday, December 26, 2017

24 წლის ქართველი ბიჭი ნიუ-იორკში, ყველა მსახიობის საოცნებო აკადემიაში ჩაირიცხა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ალ პაჩინო, რობერტ დენირო, ენტონი ჰოპკინსი - ეს იმ ლეგენდარულ მსახიობთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ნიუ-იორკის კინოაკადემიაში 24 წლის ქართველი მსახიობის, ირაკლი გრძელიშვილის ლექტორები იქნებიან... ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ის მაგისტრატურაზე სწავლის საფასურს გადაიხდის.

ახალგაზრდა მსახიობს "ნიუ-იორკის კინოაკადემიამ" ფილმის მსახიობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების შესახებ დასტური მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოუგზავნა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის საფასური 51 000 აშშ დოლარს შეადგენს, ირაკლიმ დაფინანსების მისაღებად ისევ აკადემიას მიმართა, შედეგად თანხის 30%-ს სასწავლებელი თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი ინგლისურ ენაზე ჩაწერილი მონოლოგები და აქ შესრულებული როლების მონაკვეთები ნიუ-იორკის კინოაკადემიაში გავგზავნე, საიდანაც ძალიან მალე გამომეხმაურნენ და მიმიღეს. შემდეგი ეტაპი იყო დაფინანსების მოპოვება, რისთვისაც მივმართე როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერის ადმინიტრაციას, საიდანაც პასუხი საერთოდ არ მიმიღია. ასევე მივმართე განათლების საერთაშორისო ცენტრს, სადაც მითხრეს, რომ დაფინანსებაზე განაცხადების მისაღებად რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და განაცხადი 2018 წელს უნდა გავაკეთო," - აღნიშნავს ირაკლი გრძელიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში. ვარაუდით, აკადემიაში, სავარაუდოდ, მისი მონოლოგები და შესრულებული როლებიდან ამოჭრილი მონაკვეთები მოეწონათ. მისი თქმით, ნიუ-იორკის კინოაკადემიაში მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან როგორც სამსახიობო, ისე რეჟისურისა და დრამატურგიის განხრით, ის ერთ-ერთი უპირველესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლის შანსის ხელიდან გაშვება არ სურს, თუმცა საფასურის გადახდის ბოლო ვადა 30 დეკემბერია.

"იმედს არ ვკარგავ, რადგან ჩემი ოჯახი მეხმარება და მაინც ვეცდები, რომ სწავლა გავაგრძელო. აკადემიაშიც მითხრეს, რომ შესაძლებელი იქნება, თანხა გარკვეულ პერიოდზე გადამინაწილონ. აქ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობის მომენტია. ზოგადად, კულტურის სფეროში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაც შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებზე აისახება. ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფომ ჩვენ მიმართ ყურადღება გამოიჩინოს, რაც სამწუხაროდ, ახლა არ ხდება," - აღნიშნავს ახალგაზრდა მსახიობი.მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი 15 წლის ასაკიდან დაეწყო, როცა თეატრალურ სკოლა-სტუდია "ბერიკებში" მივიდა და რეჟისორ გოგი თოდაძეს შეხვდა:
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ჩემი პროფესიული კარიერა აქედან დაიწყო," - იხსენებს ახალგაზრდა მსახიობი. მანამდე, 6 წლის ასაკში ირაკლი გრძელიშვილი ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში მღეროდა. 18 წლისამ კი ფეხი დიდ სცენაზე შედგა და რუსთაველის თეატრში დადგმულ "პატარა უფლისწულში" მთავარი როლი შეასრულა. ამას მოჰყვა გოგი თოდაძის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი "მეტამორფოზა." შემდეგ საქართველოში ჩატარებულ მაჩაბლის კონკურსზე, რომელიც თეატრალურ დასებს შორის გაიმართა, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ტიტული მიიღო. 

ახალგაზრდა მსახიობი ცოდნის გასაღრმავებლად და კარიერული წინსვლის გასაგრძელებლად, ცდილობს ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვოს. როგორც თავად ამბობს, აკადემიის სამაგისტრო პროგრამით განათლება ჯერ საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ მიუღია, საბაკალავრო პროგრამაზე კი მხოლოდ ერთი ეთნიკურად ქართველი, თუმცა აშშ-ს მოქალაქე სწავლობდა. როგორც თავად ამბობს, დაფინანსების მისაღებად განათლების საერთაშორისო ცენტრში მომავალ წელს განაცხადს აუცილებლად შეიტანს, თუმცა ახალგაზრდა მსახიობს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა წელსაც ესაჭიროება.

მარიამ მენაბდიშვილი
AMBEBI.GE

No comments:

Post a Comment