Sunday, December 24, 2017

ფლოიდ მეიუეიზერმა კობი ბრაიანტი "დუელში" გამოიწვია


ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეიუეიზერმა NBA-ს ჩემპიონს კობი ბრაიანტს კალათბურთში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში შესთავაზა. ამის შესახებ მეიუეიზერმა Instagram-ზე ბრაიანტის პოსტის ქვეშ კომენტარში დაწერა.
"მზად ვარ შენთან მილიონ დოლარად ვითამაშო"- დაწერა მეიუეიზერმა. კობი ბრაიანტი მოკრივის გამოწვევას ჯერ არ გამოხმაურებია.27 აგვისტოს ლას-ვეგასში მეიუეიზერსა და ირლანიდელ კონორ მაკგრეგორს შორის ისტორიული ორთაბრძოლა  გაიმართა. ამ ბრძოლაში მეიუეზერმა 100 მილიონი დოლარი მიიღო, მაკგრეგორმა კი 30 მილიონი.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment