Monday, December 25, 2017

მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი პროცესის გადადებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე კვლავ პროცესის გადადებას ითხოვს. დამცველის განმარტებით, მან მოსამართლის მიერ მიცემულ დამატებით 2-დღიან ვადაშიც ვერ მოასწრო საქმის მასალების გაცნობა და დაცვითი სიტყვისთვის მზად არაა.
გოგლიჩიძე ამბობს, რომ საქმეში ჩართვის შემდეგ მასალების გასაცნობად 1-თვიანი ვადა მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა.
დღეს ბრალდების მხარემ დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც გოგლიჩიძე 14 დეკემბრიდან დღემდე დატვირთული არ ყოფილა სხვა პროცესებით და სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა უნდა მოესწრო. 
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. 
საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა. სააკაშვილმა, სასამართლოს უნდობლობის მოტივით, დაქირავებული კერძო ადვოკატები აიცილა. მის საქმეში სახაზინო ადვოკატი ჩაერთო

imedinews.ge

No comments:

Post a Comment