Monday, December 25, 2017

საქართველო აზერბაიჯანის მატჩი "მარდან სპორტსკომპლექსზე" გაიმართება

გაირკვა სტადიონი, სადაც საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩი 2 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იყო დაგეგმილი. საბოლოოდ, არჩევანი “მარდან სპორტსკომპლექსზე” შეჩერდა. ინფორმაციას 1tvავრცელებს.
ეს სტადიონი 2008 წელს საგანგებოდ 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა და რამდენიმე მატჩს უმასპინძლა, მათ შორის, ფინალურსაც, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 4:0 დაამარცხა.
ანტალიის “მარდან სპორტსკომპლექსი” 7 428 მაყურებელს იტევს და წმინდა საფეხბურთო არენაა.
მატჩი 2 თებერვალს ჩატარდება და გუნდები ევროპის ერთა ლიგის სამზადისისთვის გამოიყენებენ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment