Wednesday, December 27, 2017

შსს-ს წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს


პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს. 

აღნიშნულ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. 
 

სამხრე კამერების ჩანაწერს რატიანის დაცვის მხარე და მოსამართლე ერთობლივად, პორტატულ კომპიუტერში ეცნობიან. 

შსს-ს წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს „რატიანის განყოფილებაში ყოფნის უწყვეტი ერთ საათიანი ვიდეო მასალა“, რომელიც მათივე ინფორმაციით, მობილურითაა გადაღებული. 

რატიანის დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მობულურით გადაღებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად არ დაერთოს, რადგან, მისი შეფასებით, ის სრულად არ ასახავს დაკავების მომენტს. ადვოკატის თქმით, შსს-ს უნდა წარმოედგინა სამხრე კამერების ჩანაწერი, რომელშიც ასახული იქნებოდა როგორც რატიანის გაჩერების, ისე დაკავების მომენტი.
ipn.ge

No comments:

Post a Comment