Monday, December 25, 2017

პანკისში სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დაიჭრა

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არაოფიციალურად აცნობეს. დაჭრილი პანკისის მცხოვრებია.

სააგენტოს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უდასტურებენ, რომ მათთან ცოტა ხნის წინ კატასტროფის ბრიგადამ ერთი დაჭრილი შეიყვანა.

კლინიკის ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო ჩარევა უტარდება.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დილის 04:00 საათიდან სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 50-ზე მეტი სპეცრაზმელი ატარებდა. 

დაკავებულია სამი ადგილობრივი. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია თბილისში ჩატარებულ კონტრტერორისტულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment