Sunday, December 24, 2017

სანტა კლაუსმა საახალწლოდ 5 მილიარდი საჩუქარი დაარიგა

საშობაო ტურნეს ფარგლებში სანტა კლაუსმა საახალწლოდ 5 მილიარდი საჩუქარი დაარიგა. 
სანტა კლაუსმა კვირას დილით მსოფლიოს გარშემო თავისი 62-ე მოგზაურობა დაიწყო, რომ ყველა პატარას შობის დღესასწაული მიულოცოს და საჩუქრები დაურიგოს. ამის შესახებ აშშ-ის და კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობა (NORAD) იუწყება. 
„სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე თავისი რეზიდენციიდან 9 ირმით შებმული მარხილით გაემგზავრა.ზღაპრული პერსონაჟის მარხილის სიგრძე 75 შაქრიან ჩხირს ან 150 კანფეტს უდრის. მას რამდენიმე ათეული ტონა საჩუქრები მიაქვს,“ - ასეთი ინფორმაცია ვრცელდება სანტას შესახებ. ამასთან, მისი მოგზაურობაზე თვალყურის მიდევნება შესაძლებელია ვებგვერდზე www.noradsanta.org. 
NORAD-ი სანტას მოგზაურობისთვის კონტროლის 4 სისტემას იყენებს: თანამგზავრებს, რადარებს, სამხედრო გამანადგურებლებს და სპეციალურ „სანტა კამერებს“, რომლისგანაც ვიდეოს ნახვა YouTube-ზეა შესაძლებელ
imedinews.ge

No comments:

Post a Comment