Sunday, December 24, 2017

Apple-ი iPhone X 5G-ს შექმნაზე მუშაობს


Apple-ში iPhone X 5G-ს შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ ვებგვერდით Patently Apple გახდა.
სტატიაში წერია, რომ მეხუთე თაობის მხარდაჭერით ახალი აიფონ იქსის გამოსვლის თარიღი უცნობია, ვინაიდან ჯერ სმარტფონის მოდიფიკაციებზე მუშაობენ სპეციალისტები. არსებული ცნობით კი, ახალ სმარტფონს არსებული აიფონ იქსის ყველა ფუნქცია შეუნარჩუნდება და შესაძლოა მცირედი სიახლეებიც დაემატოს.
რაც მთავარია საუბრობენ იმის შესახებ, რომ ახალ აიფონ იქს მეხუთე თაობის ინტერნეტის მხარდაჭერა ექნება.
გარდა ამისა, ამბობენ, რომ iPhone X-ზე მომუშავეები ამ პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებაზეც მუშაობენ.
Apple-მა  2017 წლის ყველაზე საინტერესო ტელეფონის iPhone X-ის გაყიდვა 3 ნოემბერს დაიწყო. iPhone X-ის გაყიდვა საქართველოში 6 ნოემბრიდან დაიწყო.
10 ნოემბერს Apple-მა აღიარა, რომ iPhone X-ს ეკრანს გარკვეული პრობლემები აქვს. 
11 ნოემბერს, iPhone X-ს კიდევ ერთი პრობლემა აღმოუჩინეს. ეს არის მწვანე ვერტიკალური ზოლი, რომელიც ეკრანზე ჩნდება. სმარტფონის მფლობელები, ვინც ეს დეფექტი შეამჩნია, ამტკიცებენ, რომ ტელეფონი არ დაუზიანებიათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment