Friday, December 22, 2017

ახალ ზელანდიაში ვულკანს ადამიანის უფლებები მიენიჭა


ახალ ზელანდიაში მთა ტარანაკიმ, რომელიც ამჟამად მოქმედი მაგრამ პასიური ვულკანია, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ადამიანთან გათანაბრებული უფლებები მიიღო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. 
ხელისუფლებამ მაორის რვა ტომთან ხელი მოაწერა რეფერენდუმს, რომლის მიხედვითაც მთა იურიდიულ პირად განიხილება. ტარანაკის ახალი სტატუსი ნიშნავს იმას, რომ მისთვის მიყენებული ზიანი, ჩაითვლება მაორის ტომის ადამიანზე მიყენებული ზიანის ტოლფას დანაშაულად.  
მაორი - ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობა, ევროპელების ჩამოსახლებამდე. 2013 წლის მონაცემებით, მაორის ტომი 600 ათას ადამიანს ითვლიდა, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 15%-ია. 
2017 წლის 16 მარტს, ახალი ზელანდიის, სიდიდით მესამე მდინარე უონგანუი, ისტორიაში პირველი უსულო საგანი გახდა, რომელსაც ადამიანის მსგავსი იურიდიული უფლებები მიენიჭა. 
21 მარტს, ინდოეთის უტარჰანდის შტატმა მდინარეებს განგის და იამუნას იურიდიული უფლებები მიანიჭა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment