Friday, December 22, 2017

დღეს და ხვალ კოჯორს, კიკეთს და ბეთანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 და 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 23 დეკემბერს, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) და სოფელ ბეთანიის მცხოვრებლებს.
24 დეკემბერს კი ასევე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე დაბა კიკეთის, დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელ ბეთანიის მცხოვრებლებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment